fbpx

ვიდეო

ადამიანებს რომ ეუბნებიან, ნოემბერში გადაგივადებთ სესხებსო, თუ სექტემბერში არ აქვთ შემოსავალი, ნოემბერში ექნებათ? ბანკები კი ამ გადავადების საფასურად 4.5%-იან სესხებზე, ხალხს ნოემბერში 6%-ში გადატანას სთავაზობენ. ამიტომ, ვინც არის დასაქმებული ტურისტულ ინდუსტრიაში ყველასთან მიმართებაში უნდა ამოქმედდეს ფორსმაჟორი ! სანამ არ აღდგება ამ ქვეყანაში ყველაფერი, არ იფრენს იაფი თვითმფრინავები, არ იქნება ტურისტების შესაბამისი რაოდენობა, არა მხოლოდ სასტუმროებს, ყველა ბიზნესს, რომელსაც ზიანი მიადგა ვალები უნდა გაუჩერდეს იქამდე, სანამ ქვეყანაში არ აღდგება ტურიზმი. თუ არ აღდგება ეს ვალები, უნდა ჩამოიწეროს, ჩვენ ხალხს ვერ გაავაუბედურებთ. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ ადამიანებზე უნდა იზრონოს. სრული ვიდეოს სანახვად გაგადით ლინკზე https://www.youtube.com/watch?v=-EkXR6IYDR8

” როგორ უნდა ვენდოთ ხელისუფლებას, რომელსაც კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და არანაირი გეგმაზომიერი პოლიტიკა არ აქვს, არც ფინანსებთან, არც ეკონომიკასთან და არც მკურნალობასთან მიმართებაში?! და სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ფულის მოპარვაზე არიან გადასული! „ოცნების“ ერთადერთი დამსახეურება, რასაც იბრალებდნენ, კოვიდს მოვერიეთ და მწვანე ზონად დავრჩითო, მაგრამ ვერც ეს მწვანე ზონა გამოიყენეს ქვეყნის სასიკეთოდ, ვერც ტურიზმს შეუწყვეს ხელი, ყველაფერი დააქციეს და 300 ათასი სამუშაო ადგილი გაანადგურეს. სამუშაო ადგილების შექმნას კი, დრო სჭირდება, რადგან ეს ფინანსური კრიზისი არ არის, სადაც ფულს ჩაასხამ და ყველაფერი აღდგება.” – დავით ჭიჭინაძე