ვლადიმერ ბოკერია

პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნა“, დამფუძნებელი
დაიბადე 1944 წლის 5 აპრილს, ქალაქ თბილისში.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამშენებლო ფაკულტეტზე.
საქართველოს ჰიდროტექნიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ასპირანტურა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: „თბილსანტექმონტაჟში“, ზეინკლის მოწაფედ. ხოლო შემდეგ მე-2 თანრიგის ზეინკლად;
კვების მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ბიუროში, ინჟინერ-სანტექნიკოსი;
სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მთავარ ლაბორანტად და უფროს მეცნიერ მუშაკად;
ალჟირის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მთავარ ექსპერტად სახელმწიფო მშენებლობის განხრით;
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო კომიტეტში, სარემონტო-სამშენებლო სპეც.ტრესტის მმართველის მოადგილე;
თბილისის კონდიცირების და ვენტილაციის სპეც. სამმართველოს მთავარ ინჟინრი;
შ.პ.ს „აი-ჯი-ეი ინტერნეიშენელ“-ის გენერალური დირექტორი;
შ.პ.ს „სოფლის სახლი“-ს გენერალური დირექტორი.
კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე.
არის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 16 სამეცნიერო ნაშრომი.