კონსტანტინე იაშვილი
პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნა“, დამფუძნებელი
დაიბადა 1956 წლის 10 დეკემბერს ქალაქ თბილისში.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ეკონომიკის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად.
თბილისის საწარმოო აბრეშუმის გაერთიანებაში. ეკონომისტი.
ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო. უფროსი ეკონომისტი.
მცირე საწარმოო „ნიკომის“ გენ.დირექტორის მოადგილე.
საგამომცემლო ფირმა „მარდის“ კომერციული დირექტორის მოადგილე.
ავია-კომპანია „ორბის“ მენეჯერი.
ავია-კომპანია „საქართველოს ავიახაზები“. მენეჯერი.
თბილისის აეროპორტის საკოორდინაციო ჯგუფის უფროსი.
გაზეთ „სარბიელის“ აღმასრულებელი დირექტორი.
შპს “ადვესას“ მენეჯერი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამშენებლო – სატრანსპორტო უბნის კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და შვილები.