გიორგი ბალიაშვილი


პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნა“, დამფუძნებელი

დაიბადა 1958წლის 27 ივნისს, ქალაქ თბილისში.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა : საქართველოს სამცნიერო და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, კინორეჟისორი;
ქალაქ თბილისის მერიაში, ტურიზმისა და კურორტების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსი;
ქალაქ თბილისის მერიაში, სპორტის, ტურიზმისა და კურორტების მართვის, საქალაქო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე;
ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საინჟინრო-სამშენებლო ბაზის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
იყო პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს წევრობის კანდიდატი.
იყო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის წარმომადგენლი ესპანეთში.
არის შ.პ.ს „მემატიანე“-ს დირექტორის მოადგილე.