მიხეილ ქავთარაძე

მიხეილ ქავთარაძე

პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნა“, დამფუძნებელი
დაიბადა 1979 წლის 21 ნოემბერს, ქალაქ თბილისში.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობა – საერთაშორისო ურთიერთობები;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალობით (PR). მაგისტრატურა.
იყო ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, პროგრამების სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ქალაქ თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავჯდომარე.
სსიპ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.